Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებამ ყუნდუზში 31 ადამიანი იმსხვერპლა


სულ ცოტა 31 ადამიანი მოკვდა და 42 დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ყუნდუზის პროვინციაში მოხდა. მხარის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა დგინდება. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ხალხის რიგში, რომლებიც პირადობის მოწმობებს იღებდნენ. ყუნდუზის პროვინცია მანამდე შედარებით მშვიდობიან რეგიონად ითვლებოდა, თუმცა, ბოლო დროს, ტერორისტული აქტებისა და თავდასხმების რაოდენობა აქ მკვეთრად გაიზარდა.
XS
SM
MD
LG