Accessibility links

logo-print

უზბეკეთის ტელევიზია: როკი და რეპი მავნებელია ახალგაზრდობისთვის


უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზია თვლის, რომ როკ-ენ-როლი და რეპი სატანური მუსიკაა, რომელიც ბოროტმა ძალებმა შექმნეს. ტელედოკუმენტური პროგრამა „მედოდია და უბედურება“ იუწყებოდა, რომ როკმუსიკა აფრიკული სანადირო რიტუალებიდან მოდის, რეპი კი ტუსაღემა დააფუძნეს. პროგრამაში გამოითქვა შეშფოთება, რომ ამ „დასავლური მუსიკის მავნე გავლენა შავი ღრუბელივითაა ჩამოწოლილი უზბეკი ახალგაზრდობის თავზე“.
XS
SM
MD
LG