Accessibility links

კეთრინ ეშტონი ეგვიპტეში იმყოფება


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი ეგვიპტეში ვიზიტით იმყოფება. ეშტონი ეგვიპტის დროებით ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად გამართონ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს ეგვიპტის დემოკრატიულ ტრანსფორმირებას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის მმართველობა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ეგვიპტის დროებითი მმართველობა უმაღლეს სამხედრო საბჭოს აბარია.

XS
SM
MD
LG