Accessibility links

logo-print

გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მოეწყო


ოკუპირებულ ქალაქ გალში დღეს გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. გალიდან დაბრუნებულმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც საქართველოს შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს აცნობა, რომ თბილისის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება კვლავ გაამახვილა ოჩამჩირის რაიონში მდებარე ილორის ეკლესიის მდგომარეობაზე. უტიაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ითხოვა ადგილზე გაცნობოდა ეკლესიის რეკონსტრუქციის შემდეგ არსებულ ვითარებას, რაზეც აფხაზურ მხარესთან ვერ შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG