Accessibility links

logo-print

დღეს პეტერ სემნებიმ პრესკონფერენცია გამართა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ, რომლის უფლებამოსილების ვადა 28 თებერვალს ამოიწურება, თბილისში დღეს პრესკონფერენცია გამართა. სემნები მიიჩნევს, რომ 2012-2013 წლებში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის სიმწიფის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება. ”ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონდებლობაზე შეთანხმება მოხდეს არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, რათა ის არ იქცეს საარჩევნო კამპანიის ნაწილად”, - განაცხადა პეტერ სემნებიმ. მისივე თქმით, პოლიტიკური კონკურენციისთვის საქართველოში უნდა დაწესდეს თამაშის მკაფიო და სტაბილური წესები, ამჟამინდელი მმართველი ძალა უზომო ზეგავლენას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და ალტერნატიულ პოლიტიკურ პოზიციასაც უნდა ჰქონდეს თავის წარმოჩენის საშუალება.
XS
SM
MD
LG