Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა


კიდევ ერთი, უკვე მეექვსე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაპრალი გიორგი ავალიანი, რომელიც 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრნენ კაპრალები ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ავღანეთში დაღუპული გიორგი ავალიანის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ.
XS
SM
MD
LG