Accessibility links

logo-print

ბაჰრეინის მეფემ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა


ბაჰრეინში შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციის ათი ათასობით მომხრე დედაქალაქ მანამას ქუჩებშია გასული და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. დღევანდელი აქცია ყველაზე მასშტაბურია გამოსვლების დაწყებიდან, ანუ ბოლო ერთი კვირის მანძილზე. აქცია გაიმართა მიუხედავად მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას მიერ გაცემული ბრძანებისა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე. ამ მცირე ზომის, მაგრამ სპარსეთის ყურის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ-სახელმწიფოს - სადაც აშშ-ის მეხუთე სამხედრო საზღვაო ფლოტია განლაგებული - მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ, მაგრამ ქვეყანას სუნიტური მონარქია მართავს.
XS
SM
MD
LG