Accessibility links

logo-print

ახალ ზელანდიაში მიწისძვრას მინიმუმ 65 ადამიანი შეეწირა


ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში, რიხტერის შკალით 6.3 ბალის მიწისძვრის შედეგად. პრემიერ-მინისტრ ჯონ კეის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მიწისძვრა შუადღით მოხდა. გასული წლის სექტემბერში ამავე ქალაქში 7.1 ბალის მიწისძვრა მოხდა.
XS
SM
MD
LG