Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ირანის სამხედრო გემები სუეცის არხში შევიდნენ


გავრცელებული ცნობებით, ირანის ორი სამხედრო გემი შევიდა სუეცის არხში. ეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევაა. სააგენტო როიტერი ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის გემები დილის ექვს საათამდე შევიდნენ და ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გაემართნენ. იუწყებიან, რომ გემები სირიისკენ მიემართებიან, წვრთნების ჩატარების მიზნით. ისრაელი ირანის გემების არხის გავლით გადაადგილებას აფასებს პროვოკაციად, რომელიც მიზნად ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის გაზრდას ისახავს. ირანის გემებს არხში შესვლის უფლება მისცეს სამხედროებმა, რომლებიც ეგვიპტეს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ მართავენ.
XS
SM
MD
LG