Accessibility links

logo-print

დეპუტატები გამსახურდიას გარდაცვალების ხელახალ გამოძიებას ითხოვენ


პარლამენტი პროკურატურას სთხოვს რეაგირება მოახდინოს იმ ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც 17 წლის წინ საქარველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას უკავშირდება. ამ შინაარსის დადგენილება საკანონმდებლო ორგანომ მიიღო იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც გამსახურდიას გარდაცვალების საკითხების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ წარმოადგინა. კომისიას გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობს. კონსტანტინე გამსახურდიამ ყურადღება იმ გარემოებებზე გაამახვილა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას. კონსტანტინე გამსახურდია თვლის, რომ შეჩერებული გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ამასთან, მისი თქმით, უნდა დაიკითხოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი. გამსახურდიას აზრით, შესაძლოა მოხდეს გვამის ხელახალი ექსჰუმაცია.
XS
SM
MD
LG