Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში არტილერისტთა 11-კაციანი ჯგუფი გაიგზავნება


საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას - ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში არტილერიის ინსტრუქტორების გაგზავნის თაობაზე. საუბარია არტილერისტთა 11-კაციან ჯგუფზე, რომელსაც ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთვნა ევალება. გავრცელებული ინფორმაციით, ისტრუქტორები საფრანგეთის სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმუშავებენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხის კენჭისყრა პარასკევისთვის გადაიტანეს, თუმცა საკითხს პარლამენტის სხდომაზე ბევრისთვის მოულოდნელად მაინც დღეს უყარეს კენჭი. კენჭისყრის წინ პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის - კაპრალ გიორგი ავალიანის - ხსოვნას. საგანგებო განცხადებაში მომხდარის გამო ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.
XS
SM
MD
LG