Accessibility links

logo-print

კადაფი აპირებს იბრძოლოს და მოკვდეს წამებულივით


ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფიმ დღეს არაბული ტელევიზიით გამოსვლისასა პირობა დადო, რომ დარჩება ლიბიის რევოლუციის ლიდერად, იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და მოკვდება წამებულის სიკვდილით. კადაფიმ განაცხადა, რომ იგი არ გადადგება, რადგან მას არ უჭირავს რაიმე ოფიცილური პოსტი, რომლიდანაც უნდა გადადგეს. დანგრეული შენობის ფონზე, მარტოდმარტო მდგარმა კადაფიმ დაარწმუნა მომხრეები, რომ გააგრძლებს ბრძოლას ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG