Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი არაბულ სამყაროში „ფანატიკოსების“ მოსვლას ვარაუდობს


არეულობებს, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მოიცვა, შესაძლოა მოჰყვეს არაბული სახელმწიფოების დეზინტეგრაცია „მცირე ნაწილებად“ და მრავალწლიანი შიდა დაპირიპირება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ვლადიკავკაზში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ებრძვის ისლამისტ ექსრტემისტებს ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანურ რეგიონებში, სადაც ენდემური კორუფცია და სიღატაკე ისლამისტ მემაბოხეებს აძლევს შესაძლებლობებს, რათა მიიმხრონ ახალგაზრდა მიმდევრები.
XS
SM
MD
LG