Accessibility links

სომალელმა მეკობრეებმა ოთხი ამერიკელი მოკლეს


სომალელმა მეკობრეებმა დახოცეს ოთხი ამერიკელი, რომელთა იახტა გასულ კვირაში ომანის სანაპიროებთან გაიტაცეს. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამერიკელ საზღვაო პატრულსა და მეკობრეებს შორის, როდესაც მათ ხომალდიდან სროლის ხმა შემოესმათ. ამის შემდეგ ამერიკელმა მეზღვაურებმა დაიწყეს მეკობრეთა გემის შტურმი. ორი მეკობრე მოკლეს და 13 კი დაიჭრა. ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა მეკობრეთა თავდასხმების აღმოსავლეთ აფრიკის მიმდებარე წყლებში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში განლაგებულია საერთაშორისო ფლოტილია გემების გატაცების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG