Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტს განაგრძობს ჟან ლუი ლორანი


საქართველოში ვიზიტს განაგრძობს ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ხელმძღვანელი ჟან ლუი ლორანი, რომელიც დღეს შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ლორანს ესუბრნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხსა და საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე. თარგამაძის განცხადებით, ევროპული სისტემის ნაწილად გადაქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესია, რაც შეუძლებელი იქნება, თუ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და არ შეიქმნება წინაპირობები ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შესაცვლელად. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში ევროპული სტრუქტურების ჩართვა საჭიროა დღესვე და არა სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ.
XS
SM
MD
LG