Accessibility links

logo-print

ლიბიის აღმოსავლეთს ოპოზიცია აკონტროლებს


საპროტესტო გამოსვლა ლიბიაში

საპროტესტო გამოსვლა ლიბიაში

ლიბიის აღმოსავლეთს ოპოზიცია აკონტროლებს. ამის შესახებ იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები და ტელეკომპანია ”ბიბისი”. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში სამშაბათმა შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა თუმცა ქვეყანაში არეულობები კვლავინდებურად გრძელდება. სხვადასხვა მონაცემებით, შეტაკებებისას 300-დან 800-მდე ადამიანი დაიღუპა. ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდელ ფატაჰ იუნის ალ-აბიდი, რომელიც მუამარ კადაფის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამებრძოლი იყო, გადადგომის შსახებ განაცხადა და ჯარსა და პოლიციას მოუწოდა აჯანყებულთა მხარეს გადასულიყო.

ლიბიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად საჰაერო სივრცის გახსნას ელოდებიან. ტრიპოლიში ოთხი ქართველი იმყოფება, რომლებიც ლიბიაში თურქული კომპანიის დაკვეთით მუშაობდნენ.ისინი სავარაუდოდ დღეს შესძლებენ თბილისში დაბრუნებას სპეციალური ავიარეისით რომელსაც კომპანია "თურქიშ ეარლაინსის" ლაინერი შეასრულებს. საქართველოს მოქალაქები ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან, რომელოსაც სამხედრო ქვედანაყოფები იცავენ.
XS
SM
MD
LG