Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში მეფე დაბრუნდა


საუდის არაბეთის მეფე აბდულა დღეს სამშობლოში დაბრუნდა - მას შემდეგ, რაც მკურნალობის მიზნით რამდენიმე თვე დაჰყო უცხოეთში. აშშ-ში მას ხერხემალზე გაუკეთდა ოპერაცია. მეფის დაბრუნების პარალელურად, სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ მონარქის ბრძანებით მილიარდები გამოიყო განვითარების ფონდისთვის, რომელიც ხალხს სახლების შესყიდვისას, დაქორწინებისას და ბიზნესის დაწყებისას ეხმარება. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მეფემ ბრძანება გასცა ფონდს კიდევ დაახლოებით 10.7 მილიარდი დოლარი დაემატოს - რაც თავდაპირველი ბიუჯეტის გაორმაგებას ნიშნავს. იმ პერიოდში, როცა აბდულა უცხოეთში მკურნალობდა, ახლო აღმოსავლეთს სახალხო ამბოხებები მოედო - თუმცა საუდის არაბეთს ეს ტალღა არ შეხებია. მღელვარების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი სიღატაკეა, პოლიტიკური რეფორმების გატარების მოთხოვნასთან ერთად.
XS
SM
MD
LG