Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვაა


საბერძნეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა ეწყობა მომჭირნეობის ზომების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მთავრობამ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად შემოიღო. გაფიცვამ გამოიწვია საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება, ასევე შეაფერხა ათენის საქალაქო ტრანსპორტი და საერთაშორისო ავიარეისები. შეფერხებულია ასევე საავადმყოფოებისა და სკოლების მუშაობა, დაიხურა საჯარო დაწესებულებები და ბანკები. ეს წელს პირველი დიდი საპროტესტო გამოსვლაა მმართველი სოციალისტური პარტიის მიერ შარშან გატარებული ზომების წინააღმდეგ. მთავობის ეს ზომები ითვალისწინებს ხელფასებისა და პენსიების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ევროპის კავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 110 მილიარდი ევროს სესხის საპასუხოდ. სესხის მიზანია, საბერძნეთის გამოყვანა ფინანსური კრიზისიდან.
XS
SM
MD
LG