Accessibility links

logo-print

ახალ ზელანდიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 75-ს მიაღწია


ოფიციალური მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მომხდარი მიწისძვრის მსხვეპლთა რიცხვმა სულ მცირე 75-ს მიაღწია. დაახლოებით 300 ადამიანი დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ცნობებით, ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად მაშველებს ზოგიერთ შემთხვევაში მათი კიდურების ამპუტაცია უწევთ. რიხტერის შკალით 6.3 ბალის მიწისძვრა ქრაისტჩერჩში სამშაბათს მოხდა. გასული წლის სექტემბერში ამავე ქალაქში 7.1 ბალის მიწისძვრა აღირიცხა.
XS
SM
MD
LG