Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი ლიბიაში დემონსტრანტების სიკვდილს გმობს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს დაგმო ლიბიაში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სიკვდილი და ლიბიის ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ ხალხის ნებას. 2009 წელს თავად ირანში სასტიკად ჩაახშეს საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მოჰყვა აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევას პრეზიდენტად. ირანის ლიდერები ცდილობენ, არაბულ სამყაროში საპროტესტო გამოსვლებისთვის დამსახურება მიიწერონ და აცხადებენ, რომ ეს დემონსტრაციები 1979 წლის ისლამური რევოლუციით არის ინსპირირებული. დღეს ტელევიზიით გამოსვლისას აჰმადინეჟადმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ პროტესტის ტალღა შეიძლება გადაედოს ევროპას და ამერიკას. მისი თქმით, ხალხის სურვილი, გატარდეს ცვლილებები, ბოლოს მოუღებს „ქედმაღალ ხელისუფლებებს.“
XS
SM
MD
LG