Accessibility links

logo-print

იემენში პოლიციამ და მთავრობის მომხრეებმა სულ ცოტა ორი დემონსტრანტი მოკლეს


როგორც იტყობინებიან, იემენში მთავრობის მომხრეებმა და პოლიციამ ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს სულ ცოტა ერთი ადამიანი, როცა დედაქალაქში დაბანაკებული დემონსტრანტების დაშლას შეეცადნენ. დემონსტრანტები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს პრეზიდენტ აბდულა სალეჰის 32-წლიან მმართველობას და პროტესტს აცხადებენ კორუფციისა და სიღატაკის წინააღმდეგ. სამთავრობო ძალებმა ვერ შეძლეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა დაშლა. გავრცელებული ცნობებით, კიდევ ათასობით დემონსტრანტი მიემართება საპროტესტო აქცის მხარდასაჭერად. მათ შორის არიან იემენის ცნობილი ინტელექტუალები.
XS
SM
MD
LG