Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ანტისამთავრობო ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ


ლიბიაში ანტისამთავრობო ძალების ხელშია ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, კურენიაკის პროვინციის, ქალაქების ტობრუკის და ბენღაზის ჩათვლით. სამხედროები მეამბოხეების მხარეზე გადადიან. დღეს ავარია განიცადა ლიბიის სამხედრო თვითმფრინავმა, რომელის ეკაპაჟმა კატაპულტირება გადაწყვიტა, რათა არ შეესრულებინა ბენღაზის დაბომბვის ბრძპნება.
დედაქალაქ ტრიპოლიში ინტენსიური სროლა ისმოდა, ქალაქი ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეთა ხელშია. ლიბიის ხელისუფლების თანახმად, ამბოხების ცხრა დღის განმავლობაში დაიხოცა 300 ადამიანი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 640-ა. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო და მოუწოდა მთავრობას, შეასრულოს მეამბოხეთა მოთხოვნები.
XS
SM
MD
LG