Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


საბერძნეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ათენში, პარლამენტის შენობასთან, სადაც მიმდინარეობდა საპროტესტო გამოსვლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა დემონსტრანტების მიმართ, როცა მათ შეტაკების დაწყებისას ქვები და თვითაალებადი ბოთლები დაუშინეს პოლიციას. 30 ათასკაციანი დემონსტრაცია ახლდა საყოველთაო გაფიცვას, რომელიც მომჭირნეობის ზომების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ზომები მთავრობამ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად შემოიღო. გაფიცვამ გამოიწვია საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება, ასევე შეაფერხა ათენის საქალაქო ტრანსპორტი და საერთაშორისო ავიარეისები. შეფერხებულია ასევე საავადმყოფოებისა და სკოლების მუშაობა, დაიხურა საჯარო დაწესებულებები და ბანკები. ეს წელს პირველი დიდი საპროტესტო გამოსვლაა მმართველი სოციალისტური პარტიის მიერ შარშან გატარებული ზომების წინააღმდეგ. მთავობის ეს ზომები ითვალისწინებს ხელფასებისა და პენსიების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ევროპის კავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 110 მილიარდი ევროს სესხის საპასუხოდ. სესხის მიზანია, საბერძნეთის გამოყვანა ფინანსური კრიზისიდან.
XS
SM
MD
LG