Accessibility links

უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავღანეთში „ყველაზე დაბალ დონეზეა“


უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავღანეთში თალიბების ხელისუფლებიდან განდევნის, 2001 წლის შემდეგ, „ყველაზე დაბალ დონეზეა“, განაცხადა თავისი მანდატის დასრულებისას ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილის მოადგილემ, კანადელმა დიპლომატმა, რობერტ უოტკინსმა. მისი თქმთ, გაეროს თვალთახედვის არეს სცილდება ტერიტორიის ორი მეხუთედი. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეუძლიათ ავღანეთის ტერიტორიის მხოლოდ 40 პროცენტის, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავოეთის და ყანდაარის, მონახულება. იქ ჩასასვლელად, მის თანახმად, საჭიროა ნებარვთის მიღება ავღანეთის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისგან.
XS
SM
MD
LG