Accessibility links

იემენის პრეზიდენტმა უშიშროებას დემონსტრანტების დაცვა უბრძანა


იემენის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა უშიშროების ძალებს დემონსტრანტების დაცვა უბრძანა. ამავე წყაროს თანახმად, ოთხშაბათს უშიშროების ძალებს უბრძანა ”ხელი შეუშალონ შეტაკებებს და თავიდან აიცილონ ხელისუფლების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ნებისმიერი დაპირისპირება”. საპროტესტო გამოსვლები იემენში 16 თებერვლიდან დაიწყო. არეულობისას დაიღუპა სულ ცოტა 15 ადამიანი. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უშიშროების ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, სალეჰის მომხრე მოქალაქეები კი საპროტესტო აქციების მონაწილეებს დანებითა და ხელკეტებით უსწორდებოდნენ. ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის გასაპროტესტებლად პარლამენტის შვიდმა დეპუტატმა უარი თქვა მანდატზე. პრეზიდენტი სალეჰი აცხადებს, რომ არ გადადგება პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, 2013 წლამდე.
XS
SM
MD
LG