Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პრეზიდენტი გმობს ლიბიაში ძალადობას


აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიბიაში ძალადობას გმობს. ოთხშაბათს ვაშინგტონში ის საჯაროდ პირველად გამოეხმაურა ლიბიაში შექმნილ ვითარებას. ობამა აცხადებს, რომ ლიბიის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს უშიშროების ძალების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო: ”ტანჯვა და სისხლისღვრა ლიბიაში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ისევე როგორც ლიბიელი ხალხის დასასჯელად მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის მუქარა და სროლა. ეს ქმედებები საერთაშორისო ნორმებსა და ყველანაირ სტანდარტს არღვევს. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს”. ბარაკ ობამას განცხადებით, მისი ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აპირებს შეიმუშაოს ერთიანი ქმედების გეგმა ლიბიის კრიზისზე საპასუხოდ. ობამამ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს უკვე დაავალა ლიბიის საკითხზე მუშაობა.
XS
SM
MD
LG