Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეროვნული ფორუმის” ახალი სახე ჟურნალისტია

”ეროვნული ფორუმის” წევრები: თემურ მაისურაძე, ანი მიროტაძე, კახა შარტავა, თამარ ჩიბურდანიძე

“ეროვნულ ფორუმი” ორგანიზებული ძალიდან რეალურ პოლიტიკურ სუბიექტად გარდაქმნას იწყებს. ამისათვის ორგანიზაციაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. კერძოდ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან იქმნება პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიურო, რომელშიც რამდენიმე სამსახური გაერთიანდება. ბიუროს ჟურნალისტი ანი მიროტაძე უხელმძღვანელებს.

“ეროვნული ფორუმი”, პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზნად ორგანიზაციულ სრულყოფას ისახავს. მათ შორის, ორგანიზებულ სახეს მიიღებს დარგობრივ მიმართულებებთან მუშაობა, რომელსაც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თემურ მაისურაძე, ჩაუდგა სათავეში . მის სამსახურს პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროში კადრებთან მუშაობისა და ექსპერტულ შეფასებათა სამსახური ჰქვია.

”ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესები, ყველა დარგს აქვს თავისი პრობლემები, პარტიაში იმუშავებს დარგობრივი ჯგუფები, მოხდება ამ თემების განხილვა, მოხდება შეფასებები ექსპერტული. შესაბამისად, ამის შემდეგ მოხდება უკვე კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენა პარტიულ აპარატში პოლიტსაბჭოსთვის და კონკრეტული, ალბათ, პროექტების შემუშავება.”

იმ სამსახურის გარდა, რომელსაც თემურ მაისურაძე განაგებს, „ეროვნული ფორუმის“ პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროში კიდევ ორი სამსახური გაერთიანდა. ესენია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარდაკარის და ინფორმაციის, ანალიზისა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურები. პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ეროვნული ფორუმის” ახალი წევრი, საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” ყოფილი უფროსი, ანი მიროტაძე უხელმძღვანელებს. იგი იქნება ასევე პარტიის პრესსპიკერიც.

”ჩემი სავიზიტო ბარათი ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად იქნება ჟურნალისტების მაქსიმალური დაცვა და პოლიტიკური პარტიისა და მედიის ურთიერთობების მაქსიმალური ხელშეწყობა. ასევე მე ვარ მზად იმისთვის, რომ ქართული ჟურნალისტიკის პოლიტიკური ჩარევებისგან მაქსიმალურად გათავისუფლებას შევუწყო ხელი. ვსაუბრობ “ეროვნული ფორუმის” სახელითაც, რომ მედიის მაქსიმალური დამოუკიდებლობისათვის და ყველა დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის “ეროვნული ფორუმი” არის მზად”, აღნიშნა ანი მიროტაძემ, რომლის განმარტებითაც, პოლიტიკური სარბიელი რამდენიმე პარტიამ მას აქამდეც შესთავაზა, მაგრამ არჩევანი “ეროვნულ ფორუმზე” შეაჩერა. “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე კახა შარტავა, თავის მხრივ, მიესალმება ანი მიროტაძის გადაწყვეტილებას:

”ქალბატონ ანისთან ჩვენ, პარტიის წევრებს, პარტიას ადამიანური და საქმიანი ურთიერთობების წლები და წლები გვაკავშირებს და, საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ერთი ახალი სახე ქართულ პოლიტიკას შეემატება, რაც, მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის.”

“ეროვნულ ფორუმი” ორგანიზებული ძალიდან რეალურ პოლიტიკურ სუბიექტად გარდაქმნას იწყებს. ამისათვის ორგანიზაციაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. კერძოდ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან იქმნება პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიურო, რომელშიც რამდენიმე სამსახური გაერთიანდება. ბიუროს ჟურნალისტი ანი მიროტაძე უხელმძღვანელებს.

“ეროვნული ფორუმი”, პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზნად ორგანიზაციულ სრულყოფას ისახავს. მათ შორის, ორგანიზებულ სახეს მიიღებს დარგობრივ მიმართულებებთან მუშაობა, რომელსაც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თემურ მაისურაძე, ჩაუდგა სათავეში . მის სამსახურს პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროში კადრებთან მუშაობისა და ექსპერტულ შეფასებათა სამსახური ჰქვია.

”ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესები, ყველა დარგს აქვს თავისი პრობლემები, პარტიაში იმუშავებს დარგობრივი ჯგუფები, მოხდება ამ თემების განხილვა, მოხდება შეფასებები ექსპერტული. შესაბამისად, ამის შემდეგ მოხდება უკვე კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენა პარტიულ აპარატში პოლიტსაბჭოსთვის და კონკრეტული, ალბათ, პროექტების შემუშავება.”

იმ სამსახურის გარდა, რომელსაც თემურ მაისურაძე განაგებს, „ეროვნული ფორუმის“ პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროში კიდევ ორი სამსახური გაერთიანდა. ესენია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარდაკარის და ინფორმაციის, ანალიზისა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურები. პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ეროვნული ფორუმის” ახალი წევრი, საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” ყოფილი უფროსი, ანი მიროტაძე უხელმძღვანელებს. იგი იქნება ასევე პარტიის პრესსპიკერიც.

”ჩემი სავიზიტო ბარათი ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად იქნება ჟურნალისტების მაქსიმალური დაცვა და პოლიტიკური პარტიისა და მედიის ურთიერთობების მაქსიმალური ხელშეწყობა. ასევე მე ვარ მზად იმისთვის, რომ ქართული ჟურნალისტიკის პოლიტიკური ჩარევებისგან მაქსიმალურად გათავისუფლებას შევუწყო ხელი. ვსაუბრობ “ეროვნული ფორუმის” სახელითაც, რომ მედიის მაქსიმალური დამოუკიდებლობისათვის და ყველა დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის “ეროვნული ფორუმი” არის მზად”, - აღნიშნა ანი მიროტაძემ, რომლის განმარტებითაც, პოლიტიკური სარბიელი რამდენიმე პარტიამ მას აქამდეც შესთავაზა, მაგრამ არჩევანი “ეროვნულ ფორუმზე” შეაჩერა. “ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარე კახა შარტავა, თავის მხრივ, მიესალმება ანი მიროტაძის გადაწყვეტილებას:

XS
SM
MD
LG