Accessibility links

logo-print

ახალი სამხედრო თვითმფრინავების და გემებისთვის რუსეთი 600 მილიონ დოლარს გაიღებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ პოპოვკინის თქმით, 2020 წლისთვის ეს ქვეყანა 600 მილიონ დოლარს გაიღებს, რათა შეისყიდოს 600 ახალი საბრძოლო თვითმფრინავი, 100 სამხედრო გემი და 1000 შვეულმფრენი. პრეტენზიული შესყიდვა იმ ფართო სამხედრო რეფორმების საკვანძო ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოძველებული აღჭურვილობის განახლებას. გასულ კვირაში, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ერთნახევარი პროცენტი არმიის მოდერნიზებას და სხვა სამხედრო ხარჯებს მოხმარდება. მისივე თქმით, ახლა არმია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარ პროცენტს ხარჯავს.
XS
SM
MD
LG