Accessibility links

logo-print

კადაფის ერთგულმა ჯარმა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებზე იერიში მიიტანა


ლიმბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრე არმიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებზე ტრიპოლიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ზავიაში. თვითმხილველების თანახმად, იერიშის დროს დემონსტრანტებმა, რომლებიც დაბანაკებული იყვნენ მეჩეთს შიგნით და მის გარეთ, დიდი დანაკარგი ნახეს. იუწყებიან ასევე, რომ ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები აკონტროლებენ ტრიპოლიდან 120 კილორმეტრში მდებარე ქალაქ ზუარას. თვითონ კადაფი ტრიპოლის აფარებს თავს. ქალაქში უსაფრთხოების ძალები წმენდენ ქუჩებს, ქალაქის გასასვლელებთან ტანკები დგანან. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღმაშფოთებელი და მიუღებელია, რაც ლიბიაში ხდზბა. მან ადმინისტრაციას დაავალა განიხილოს ყველა ზომა, რომელიც ლიბიის მიმართ შეიძლება გატარდეს. გაეროს წინადადებით, ლიბიის საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს, რათა არ მოხდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ავიაციის გამოყენება. ლიბიას ტოვებს ათეულ ათასობით უცხოელი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG