Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა მოსამართლემ შესაძლებლად ჩათვალა ასანჟის შვედეთისთვის გადაცემა


ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვიკილიკსის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი შეიძლება გადასცენ შვედეთს, სადაც ის სექსუალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. მოსამართლე ჰაუარდ რიდლის თქმით, გაუპატიურების და სხვა სექსუალური დანაშაულის გამო საჩივარი, რომელიც ორმა ქალმა შეიტანა, წარმოადგენს გადაცემისთვის საფუძველს და შვედი სამართალდამცავების მოთხოვნა კორექტულია. ასანჯის, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, დაკითხვა სურს შვედეთის პროკურატურას სექსუალური დანაშაულის გამო, რომელიც ეჭვმიტანილის შვედეთში აგვისტოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება. 39 წლის ასანაჟის ადვოკატები თვლიან, რომ შვედეთში მისი მიმართ პროცესი არ იქნება მიუკერძოებელი. მათივე აზრით, ასანჟი შეიძლება გადასცენ აშშ-ს, რომელიც განაწყენებულია ასანჟზე ვიკილიკსში ამერიკული საიდუმლო დიპლომატიურ ფოსტს გამოქვეყნების გამო. დაცვას ორი კვირა აქვს დასკვნის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG