Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ერთგულმა ჯარმა იერიში მიიტანა ანტისამთავრობო შეიარაღებულ რაზმებზე


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრე არმიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს ანტისამთავრობო შეიარაღებულ რაზმებზე ქალაქ მისტრაფაში, ტრიპოლიდან 200 კილომეტრში. ბრძოლა იყო ქალაქის აეროპორტთან. ანტისამთავრობო ძალების თანახმად, ისინი ინარჩუნებენ კონტროლს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქზე. მათ ხელშია ასევე ქალაქი ზუარა, დედაქალაქიდან 120 კილომეტრში.
ტრიპოლიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ზავიაში, თვითმხილველების თანახმად, კადაფის მომხრე ჯარის მიერ დემონსტრანტებმა, მათზე განხორციელებული იერიშის დროს, რომლებიც დაბანაკებული იყვნენ მეჩეთს შიგნით და მის გარეთ, დიდი დანაკარგი ნახეს. თვითონ კადაფი ტრიპოლის აფარებს თავს. ქალაქში უსაფრთხოების ძალები წმენდენ ქუჩებს, ქალაქის გასასვლელებთან ტანკები დგანან.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღმაშფოთებელი და მიუღებელია, რაც ლიბიაში ხდება. მან ადმინისტრაციას დაავალა განიხილოს ყველა ზომა, რომელიც ლიბიის მიმართ შეიძლება გატარდეს. გაეროს წინადადებით, ლიბიის საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს, რათა არ მოხდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ავიაციის გამოყენება. ლიბია ტოვებს ათეულ ათასობით უცხოელი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG