Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ ყაიდა ლიბიელ მეამბოხეებს უჭერს მხარს


დღეს, ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედმა ალ ყაიდის განყოფილებამ, მაჰმადიანებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოუცხადონ ლიბიაში ამბოხებას კადაფის წინააღმდეგ. „ისლამურ მაღრიბში ალ ყაიდის“ საინტერნეტო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფი, როგორც შეუძლია, დაეხმარება მეამბოხეებს, მაგრამ ინფორმაციაში დეტალები არ ზუსტდება. ჯგუფი ალჟირშია დაფუძნებული. მუამარ კადაფი აშშ-ს დაეხმარა რეგიონში ალ ყაიდასთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG