Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში. იგი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ესტუმრა და პირდაპირ ეთერში მიიღო მონაწილეობა ჩვენს პროგრამაში. ვაშაძე შეეხო ავღანეთში საქართველოს სამხედრო მისიის თემას. მისი თქმით, როცა ნატოს ალიანსი ავღანეთში უსაფრთხოების დასაცავად აგზავნის ჯარს, „ჩვენც უნდა მოვიქცეთ ისევე, როგორც ალიანსი“, ვინაიდან საქართველო პრეტენზიას აცხადებს ნატოს წევრობაზე და მას „მაპის ეკვივალენტი“ აქვს მიღებული ალიანსისგან. რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას ვაშაძემ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკის მიზანია, რუსეთმა „იგრძნოს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, რა იდეაზეც არ უნდა ილაპარაკოს, რა თემაც არ უნდა იყოს განხილული - მას მოუწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი.“ ჩეხეთში ორდღიანი ვიზიტისას გრიგოლ ვაშაძე შეხვდა თავდაცვის მინისტრ ალექსანდრ ვონდრას. პარასკევს ვაშაძე თავის ჩეხ კოლეგას, კარელ შვარცენბერგს შეხვედება.
XS
SM
MD
LG