Accessibility links

logo-print

სამარშრუტო ტაქსების გაფიცვამ თბილისში გადაადგილების პრობლემა შექმნა


დღეს დილიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძოლები გაიფიცნენ. მიზეზად სახელდება მძღოლებისათვის ყოველდღიური გადასახადის გაზრდა, რომელიც პირველი მარტიდან იგეგმება. თუ ადრე ეს გადასახადი 7-10 ლარი იყო, ახლა ის 20-40 ლარი გახდება. სამარშრუტო ტაქსების გაფიცვის გამო გადაიტვირთა მუნიციპალური ტრანსპორტი. განსაკუთრებით გართულდა გადაადგილება ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, გლდანის, დიღმისა და საბურთალოს მხრიდან. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დღეს "ვარდების მოედანზე" საპროტესტო აქციაზე ჩაატარებენ. თბილისის მერიამ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად ტენდერი რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა. მასში კომპანიებმა: "თბილქარმა", "თბილლაინმა", "ფაბლიკქარმა" და "კაპიტალ გრუპმა" გაიმარჯვეს.
XS
SM
MD
LG