Accessibility links

logo-print

ირლანდიის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ელიან


ირლანდიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 156 საპარლამენტო სავარძლისათვის 566 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. არჩევნები ვადამდე ტარდება - მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დაისალა და პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოენმა პარტია ”ფიანა ფაილის” ლიდერის პოსტი დატოვა. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ოპოზიციურ პარტია ”ფინე გელს” აქვს.
XS
SM
MD
LG