Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: ამ ეტაპზე რუსეთი ომისთვის ფიზიკურად მზად არ არის


”საერთაშორისო და რეგიონული სიტუაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისთვის არახელსაყრელია” - ამის შესახებ რუსულენოვან ტელეკომპანია ПИК-თან ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთი ომისთვის ფიზიკურად მზად არ არის, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ეს მისთვის თვითგანადგურება იქნება. "მაგრამ ეს ჩემი ლოგიკაა და რთულია გავთვალო ის, რაც შესაძლოა, მათ მოიფიქრონ, ამიტომ ჩვენ უკიდურესად ფრთხილად ვართ" - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG