Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში „მრისხანების დღეა“


ათასობით ადამიანი გავიდა ერაყის დედაქალაქის, ბაღდადის და სხვა ქალაქების ქუჩებში ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის მისაღებად. გამოსვლებს ორგანიზატორებმა „მრისხანების დღე“ უწოდეს. დემონსტრანტები მოითხოვენ ეკონომიკურ რეფორმებს, სოციალური დაცვის გაძლიერებას, სამუშაო ადგილებს და კორუფციის აღმოფხვრას. ბაღდადის ცენტრში მდებარე მოედანზე გამართულ აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უსაფრთხოების ძალები მოედნის ირგვლივ და ქუჩებში იყვნენ განლაგებული, თუმცა შეტაკება არ მომხდარა და პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა.
იუწყებიან, რომ სხვა ქალაქებში - მოსულსა და ჰავიჯიაში - დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. დღევანდელი პროტესტის ორგანიზება ძირითადად სოციალურ ინტერნეტ-ქსელის, ფეისბუქის საშუალებით მოხდა.
XS
SM
MD
LG