Accessibility links

logo-print

ტუნისში, იემენში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აქციები იმართება


ათი ათასობით ადამიანი გავიდა ტუნისის, იემენის, ბაჰრეინის და იორდანიის ქუჩებში, პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით. იემენის დედაქალაქ სანააში ვეტერანი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვდნენ. მიმდინარე თვეში ამ ქვეყანაშიაქციებზე მომხდარ შეტაკებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ტუნისში აქციების მონაწილეებმა პრემიერ მინისტრ მუჰამედ ღანუშის დროებითი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ამ ქვეყანაში, შეგახსენებთ, გასულ თვეში პრეზიდენტი ზინე ალ-აბიდინ ბენ ალი გადააყენეს. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ანტი-სამთავრობო კამპანია უკვე თორმეტი დღეა გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი გავიდა იემენის დედაქალაქ ამანის ქუჩებშიც. ისინი მთავრობისგან მოქალაქეების ხმის მეტად გათვალისწინებას მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
XS
SM
MD
LG