Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ერაყში ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს


ერაყის სამხედროთა თქმით, უშიროების ძალებმა მოკლეს „ალ ყაიდასთან“ დაკავშირებული ჯგუფის, „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - ალ-ნასერ ლიდინ ალაჰ აბუ სულეიმანი. ჯგუფს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის მასშტაბით აფეთქებებისა და თვითმკვლელთა ტერაქტების მოწყობაში. სულეიმანი ხუთშაბათს ღამით მოკლეს ბაღდადის დასავლეთით. ის ცნობილი იყო, როგორც დაჯგუფების „ომის მინისტრი“. მან ამ პოზიციაზე შეცვალა აბუ აიუბ ალ-მასრი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ერაყის სამხედროთა იერიშს ემსხვერპლა აპრილში.
XS
SM
MD
LG