Accessibility links

logo-print

სარკოზი ამბობს, რომ „კადაფი უნდა წავიდეს“


კადაფი უნდა წავიდეს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისათ ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „ვინაიდან საფრანგეთი შეშფოთებულია, ჩვენი პოზიცია ნათელია: ბატონი კადაფი უნდა წავიდეს. დაუშვებელია სისტემატური და განმეორებადი ძალადობა ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ.“ ლიბიაში მიდინარე ვითარების გამო შეშფოთება გამოხატა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში პრიორიტეტს წრმოადგენს ხალხის ევაკუაცია და შესაძლო ჰუმანიტარულ დახმარება. „ნატოს აქვს ფონდები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ასეთ სიტუაციებაში და ნატო იმოქმდებს, როგორც ხელშემწყობი და კოორდინატორი, როდესაც ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოები საჭიროდ ჩათვლიან მოქმედების დაწყებას.“სარკოზის მიმართავზე პასუხს წარმოადგენს მოამარ კადაფის შვილის საიფ ალ ისლამ კადაფის განცხადება. თურქულ სი-ენ-ენთან საუბარში ლიბიის პრეზიდენტის ვაჟმა განაცხადა, რომ მათ აქვთ სამი გეგმა და სამივე გეგმა ერთ მიზანს ისახავს - „ვიცხოვროთ და დავიხოცოთ ლიბიაში.“
XS
SM
MD
LG