Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არასდროს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას


“25 თებერვალს წაგვართვეს სუვერენიტეტი და უფლება - გვეცხოვრა დამოუკიდებლად და გვქონოდა ჩვენი სახელმწიფო”, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოკუპაციის მუზეუმში, სადაც კადეტთა სკოლის მოსწავლეებსა და იუნკერთა შთამომავლებს შეხვდა. ოკუპაციის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, ძლიერი ჯარის გარეშე არ არსებობს და მის განვითარებაში ჯარმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. პრეზიდენტმა 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ საქართველომ მსგავსი შეცდომები აღარასოდეს არ უნდა დაუშვას, “დღევანდელი დღე არის დიდი გაკვეთილი იმისა, თუ რა დაუნდობელია იმპერია რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. ვისურვებდი, რომ ეს მუზეუმი არ ყოფილიყო, მაგრამ ის არის აუცილებელი იმისათვის, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს და არასდროს შევეგუოთ იმას, რაც ხდებოდა და რაც დღეს ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. დღევანდელი დღე ერთი მხრივ, არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედიის დღე. ქვეყანამ დაკარგა ის, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ეწირებოდნენ. 25 თებერვალს წაგვართვეს სუვერენიტეტი და უფლება - გვეცხოვრა დამოუკიდებლად და გვქონოდა ჩვენი სახელმწიფო”, _ განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას შთამომავლებიც ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG