Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვული უწყება აცხადებს, რომ ირანის შესახებ ახალი ინფორმაცია აქვს


გაეროს ბირთვული უწყება აცხადებს, რომ მოეპოვება ახალი ინფორმაცია იმ ბრალდებების ირგვლივ, რომ ირანი, შესაძლოა, ბირთვული იარაღის წარმოებაზე მუშაობდეს. კონფიდენციალურ ანგარიშში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ასევე აცხადებს, რომ ირანი მასთან კვლავ არ თანამშრობლობს. გაეროს ატომურ უწყებაში ირანის ელჩმა, ალი ასღარ სოლთანიემ, სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო ასპექტების შესახებ ბრალდებები „აბსოლუტურად შეთითხნილია“.
XS
SM
MD
LG