Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა


ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ერაყში ნავთობის გადამამუშავებელ ყველაზე მსხვილ ქარხანაზე, რომელიც ქალაქ ბაჯიში მდებარეობს, ბაღდადიდან 180 კილომეტრის სიშორეზე - რასაც ოთხი მუშის დაღუპვა, ხანძარი და ქარხნის პარალიზება მოჰყვა. სალაჰუდინის პროვინციის გუბერნატორის, აჰმედ ალ-ჯუბორის თქმით, ექსტრემისტებმა ერთ-ერთ განყოფილებაში ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟება შესძლეს. ხანძარს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში აქრობდა 50-მდე სახანძრო მანქანა. ამ ქარხანაში პროდუქცია საექსპორტოდ არ მზადდება - ერაყი მას ქვეყნის შიგნით მოიხმარს.
XS
SM
MD
LG