Accessibility links

logo-print

თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება


თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების დიდი ნაწილი გაფიცვას აგრძელებს, ნაწილმა კი მუშაობა განაახლა. გაფიცულები თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად რამდენიმე თვის წინ ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით ტენდერში გამარჯვებული ფირმები მძღოლებისგან გადასახადის 40 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ. საწინააღმდეგოს ირწმუნებიან მერიისა და თავად კომპანიების წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს საღამოს გაფიცულ და მომუშავე მძღოლებს შორის შელაპარაკება მოხდა. მძღოლთა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით პოლიციამ ამ ინციდენტის მონაწილე 8 პირი დააკავა, რომლებსაც 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG