Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელი დომოდედოვოს ტერაქტში საქართველოს ადანაშაულებს


რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ ტორშინმა, გაზეთ „როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტში საქართველო დაადანაშაულა. ტერაქტზე საუბრისას, ტორშინმა განაცხადა, რომ არ სჯერა მის ორგანიზებაში ჩეჩენი მეამბოხეების ისლამისტი ლიდერის, დოკუ უმაროვის მონაწილეობისა. მისი ვარაუდით, უმაროვს თუკი მართლაც ჰქონდა ამ ტერაქტთან რაიმე კავშირი, ეს მხოლოდ იმ თვალსაზრისით იყო, რომ „მის ხელში დამკვეთის ფულმა გაიარა“. ხოლო საკუთრივ თავდასხმა, ტორშინის მტკიცებით, საზღვარგარეთიდან იყო დაგეგმილი. „მესმის, რომ ჩემს სიტყვებს შეუძლია მრისხანების და გაუგებრობის ქარტეხილი გამოიწვიოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო საქართველო და მისი მმართველი რეჟიმი“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ მალავს რუსეთის მიმართ გაბოროტებას - და რომ მან „ანტი-რუსული განწყობები უკვე დიდი ხანია აქცია კონკურენტულ საგნად, რომელსაც ყიდის კიდეც“. დომოდედოვოში 24 იანვარს მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG