Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭო ლიბიისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭო მალე სხდომას გამართავს, რათა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელოს. სანქციებმა მუამარ კადაფის ოპოციზიის გამოსვლების მონაწილეებზე ძალადობრივი ზეწოლის შეწყვეტისკენ უნდა უბიძგოს. საბჭოს წევრებს პარასკევს დაურიგდათ რეზოლუციის პროექტი, სადაც ნათქვამია, რომ ლიბიელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალადობა შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაუტოლდეს - რაც ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგომას ითვალისწინებს. უშიშროების საბჭოს სხდომამდე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის აზრით, „გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრი სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს“. რეზოლუციის პროექტი - რომელიც საფრანგეთმა და ბრიტანეთმა შეადგინეს - ასევე ითვალისწინებს ლიბიისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესებას, ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და მათი ქონების გაყინვას. გავრცელებული ცნობებით, ბოლო დღეებში ლიბიაში ათასობით ადამიანი დაიხოცა, ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და კადაფის ერთგულ ძალებს შორის შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG