Accessibility links

იემენის პრეზიდენტს თემის ლიდერები განუდგნენ


იემენის პრეზიდენტს, ალი აბდულა სალეჰს - რომლის მმართველობის წინააღმდეგ ქვეყანაში გამოსვლები მიმდინარეობს - დღეს კიდევ უფრო გაურთულდა მდგომარეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის ანტი-სამთავრობო აქციებს ასი ათასობით ადამიანი შეუერთდა, პარალელურად კი მას მისივე თემის ორი გავლენიანი ლიდერი განუდგა. სალეჰმა თავდაპირველად დემონსტრანტებს დიალოგი შესთავაზა და განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს. მაგრამ დღეს იემენის ტელევიზიამ გაავრცელა მისი განცხადება, რომ სამხედროები არ იყოყმანებენ ქვეყნის „უსაფრთხოების, და ასევე ერთიანობის, თავისუფლების და დემოკრატიის დაცვის“ საქმეში. პარასკევს ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ცეცხლი საპორტო ქალაქ ადენში გაუხსნეს, რასაც, გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე ოთხი ადამიანის დაღუპვა და ათობით პირის დაჭრა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG