Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში შეტაკებებს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა


მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა ტუნისში, მორიგი მღელვარების შედეგად. ქვეყნის დროებითი მთავრობის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქცია თანდათან ძალადობაში გადაიზარდა. იუწყებიან, რომ დაპატიმრებულია დაახლოებით 100 პირი, ხანძრის განზრახ გამოწვევის და კერძო საკუთრების დაზიანების ბრალდებით. ისმოდა სროლის ხმა. გასულ თვეში ტუნისში მომხდარ სახალხო ამბოხებას პრეზიდენტ ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის ჩამოგდება მოჰყვა, რამაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ანტი-სამთავრობო გამოსვლების მასშტაბურ ტალღას მისცა ბიძგი.
XS
SM
MD
LG