Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მეამბოხეები ლიბიის ერთ-ერთ ქალაქს დაეპატრონენ


გავრცელებული ცნობებით, მეამბოხეების შეიარაღებულმა ჯგუფმა კონტროლი დაამყარა ლიბიის ქალაქ ზავიაზე, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. გავრცელებული ცნობებით, ისინი გაჰყვირიან ლოზუნგებს „კადაფი, წადი“ და „ეს ჩვენი რევოლუციაა“. საკუთრივ ტრიპოლი კვლავაც მთავრობის მომხრეთა ხელში რჩება. ლიბიაში შექმნილი კრიზისის, და ანტი-სამთავრობო გამოსვლებზე ძალადობრივი ზეწოლის გამო, გაერომ ქვეყნის მთავრობას შაბათს სანქციები დაუწესა.
XS
SM
MD
LG