Accessibility links

საუდის არაბეთში ინტელექტუალები რეფორმებს ითხოვენ


საუდის არაბეთში 100-ზე მეტმა ინტელექტუალმა და აქტივისტმა მეფეს მასშტაბური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა - მათ შორის საკონსტიტუციო მონარქიის დაარსებისკენ. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში, ისინი წერენ, რომ საუდის არაბეთში ნეპოტიზმი და კორუფცია მეფობს, ხოლო დაპირებული რეფორმების გატარების საქმეში პროგრესის არარსებობას საზოგადოებაშიი განხეთქილების გაჩენა მოჰყვა. პარალელურად, მეფე აბდულამ დღეს გასცა ბრძანება, მთავრობის სექტორში დასაქმებულ პირებს დროებითი სამუშაო კონტრაქტები უვადო კონტრაქტებით შეეცვალოს. ეს ბოლო ნაბიჯია, რომელსაც მონარქი ქვეყანაში რეფორმების გატარების მოთხოვნის აღკვეთის მიზნით დგამს. გასულ კვირაში მეფემ დაახლოებით 36 მილიარდი დოლარი გამოყო დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG